რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ოსტანკინოს ტელეანძაზე მომხდარი ხანძრის ორი სავარაუდო მიზეზი დაასახელა.
სამინისტროს საზედამხედველო საქმიანობის დეპარტამენტის დირექტორის იური დეშევიხის განცხადებით, ხანძარი ელექტროგაყვანილობამ, ან დეკორაციის დამზადებისას ტექნოლოგიური პროცესის დარღვევამ გამოიწვია.
აალება წუხელ, მხატვრული დეკორაციის დასამზადებელ საამქროში მოხდა. ბოლო მონაცემებით დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართი.
ხანძრის გამო ოსტანკინოს ათასამდე თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა, არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო „ORT" სარეზერვო მაუწყებლობაზე გადაერთო, ხოლო "NTV+" იძულებული გახდა საფეხბურთო მატჩის კომენტირება შეეწყვიტა.
ITAR-TASS-ის ფოტო