სირიის სამთავრობო ძალებმა ქალას ჰომსის რაიონზე სრული კონტროლი დაამყარეს. ეს რაიონი სირიის ოპოზიციის საკვანძო წერტილად ითვლებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო არხები ავრცელებენ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა"-ს ინფორმაციით, სამხედროებმა „უსაფრტხოება და სტაბილურობა ჰალიდიის რაიონში დაამყარეს".
სირიელი აქტივისტები ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ისინი იუწყებოდნენ, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილი არმიის კონტროლქვეშ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადია არმიამ სირიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქიდან ოპოზიციის წარმომადგენლების განდევნის ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს. არაბულმა ტელეარხმა „მაიადინმა" ვიდეოკადრები აჩვენა, რომელზეც ჩანს დანგრეული სახლები და ბეტონის ნანგრევების გორები.
მასალის გამოყენების პირობები