სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკიტხთა მინისტრის სოზარ სუბარის განაცხადებით სასჯელაღსრულების სამინისტრო პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა. როგორც სუბარმა ,,რადისიონსი' მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნის კომენტირებისას განმარტა სამინისტრო პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოს აქვს თავისი კრიტერიუმები გადაწყვეტილების მიღების დროს, ამიტომ პატიმართა მოთხოვნები სამინისტროს ძალას აღემატება.
"სასჯელის შეკრებითობასთან დაკავშირებით არის მათი მოთხოვნები, რაც არის სასამართლოს პრეროგატივა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ითხოვენ პარლამენტის წევრებთან შეხვედრას. რამდენადაც ვიცი, პარლამენტის წევრები აპირებენ მათთან შეხვედრას, შესაბამისად, ეს მოთხოვნა მათი არის გათვალისწინებული. ასევე აქვთ პრეტენზია პირობით ვადაზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი უწყება, რომელშიც, ჩვენი სამინისტროს გარდა, შედის თვითმმართველობის ორგანოს, იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მათ აქვთ მკაფიო კრიტერიუმები, რის მიხედვითაც იღებენ გადაწყვეტილებას. სამინისტრო, შესაბამისად მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა პატიმრებს მოიწოდა შეწყვიტონ შიმშილობა, რადგან მათთვის შიმშილობამ შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს.
" მე მინდა ადვოკატებსაც და მათ მშობლებსაც ვთხოვო, რომ მოუწოდონ, განსაკუთრებით იმ პატიმრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ცუდია, შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან პატიმრებისთვის შიმშილობამ შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ქსნის ციხეში პატიმრები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრები უკვე რამდენიმე დღეა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობენ.