ვაშინგტონში ისრაელი პალესტინის მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან საგანგებო ვახშამდე შეხვდნენ.
ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკებებია ბოლო სამი წლის განმავლობაში.
გუშინ კერიმ ცალ-ცალკე გამართა შეხვედრა მხარებთან. ისრაელის დელეგაციას ქვეყნის იუსტიცის მინისტრი ციპი ლივინი ხელმძღვანელობს, ხოლო პალესტინის დელეგაციას მთავარი მომლაპარაკებელი საებ ერეკატი.
ამჟამად მხარები უახლოესი თვეებისთვის მოლაპარაკებების გეგმას განიხილავენ, იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა მოლაპარაკებების განახლებას.