აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ქვეყნის 76 ქალაქში მასშტაბური ოპერაცის შედეგად, სექსუალური ექსპლუატაცისგან 100-ზე მეტი ბავშვი იხსნა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურო იტყობინება, რომ ქვეყნის ისტორიაში ასეთი სახის ყველაზე მაშტაბური ოპერაცის მსვლელობისას დაკავებულია 150 სუტინიორი.
ოეორაციამ მოიცვა კაზინოები, მოტელები და სატვირთო ავტომანქანების სადგომები.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამშემწემ რონალდ ჰოსკომ განაცხადა, რომ ბავშვთა პროტიტუცია მთელს ამერიკაში ბავშვებისათვის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება.
მისივე განცხადებით, ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 13 წლის ბიჭია.
სულ ანალოგიური ოპერაციებისას, რომელიც აშშ-ში 2003 წლიდან ინტენსიურად ტარდება, შესაძლებელი გახდა სექსუალური ექსპლუატაცისგან 2700 მოზარდის გადარჩენა.