აშშ-ში პალესტინა -ისრაელის მოლაპარაკებები განახლდება. ჯონ ჯერი ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულად მუშაობდა ისრაელისა და პალესტინის ხელმძღვანელობასთან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ორშაბთიდან ვაშინგტონში პალესტინა -ისრაელს შორის მოლაპარალებები განახლდება.
ეს მოლაპარაკებები ჩიხში 2010 წელს მოექცა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გაძლიერებულად მუშაობდა იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკებები განახლებულიყო.
განცხადება მოლაპარაკებების განახლების შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ციხიდან ასზე მეტი პალესტინელ პატიმარს გამოუშვებს.
ამ საკითხის განხილვამ ისრაელის მთავრობაში განხეთქილება გამოიწვია. გათავისუფლება რამდენიმე ეტაპად წარიმართება და რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დელეგაციების პირველი შეხვედრა ორშაბათს საღამოს გაიმართება და შემდეგ მოლაპარაკებები სამშაბათს გაგრძელდება.
მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა კერიმ კვირას დაურეჯა ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს. ორივე მათგანმა თანხმობა განაცხადა შეხვედრაზე და აღნიშნეს, რომ „შეხვედრა უახლოესი თვეების განმავლობაში მომავალი მოლაპარაკებების დაგეგმვის საშუალების მომცემი იქნება".
მასალის გამოყენების პირობები