უცნობმა პირმა აშშ-ს ფლორიდის შტატში მრავალბინიან სახლში ცეცხლი გახსნა. მან ასევე ორი ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ ბოროტმოქმედი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა.
უცნობი პირის მიერ ცეცლის გახსნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფოქს ნიუსი" ავრცელებს.
თავდამსხმელის ალყა პოლიციის მიერ რამდენიმე საათს გარძელდებოდა.
პოლიცია მოკლული ბოროტმოქმედის ვინობას და მისი საქციელის მოტივს არ ახმაურებს.