კუბაში ხელისუფლება თანდათანობით გადადის სოციალისტური ხელმძღვანელების ახალი თაობის ხელში. ამის შესახებ კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი რევოლუციონერების თაობა ხელისუფლებას ახალ თაობას გადასცემს და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს.
შესაბამისი განცხადება რაულ კასტრომ ყაზარმა მოკადოს აღებიდან 60 წლისთავზე განაცხადა.
საიუბილეო ღონისძიებას ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. ღონისძიებებზე არ გამოჩნელია ფიდელ კასტრო.
ფიდელ კასტროსა და მისი მომხრების მიერ, სწორედ მოკადოს ყაზარმის ხელში ჩაგდება ითვლება კუბის რევოლუცის დასაწყისად.