სირის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს.
ოპოზიციის ლიდერმა აჰმად ჯაბრამ განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და პრეზიდენტ ბაშარ ასადზე ზეწოლის გაძლიერება, რათა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
შეხვედრაზე მან თხოვნით მიმართა რუსეთის წამომადგენელს, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს სირიის ხელისუფლებისთვის იარაღის მიწოდება.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაეროში იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გაითვალისწინებთ იმათ პოზიციას ვინც სირის მოსახლეობის უმრაველესობას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო და მას 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.