სიმონ ვეზენტალის საერთაშორისო ცენტრმა, რომლის ოფისი აშშ-ია განლაგებული, გერმანიაში მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილი ნაცისტი დამნაშავების მოძიება და მათი პასუხისმგებლობაში მიცემის კამპანია დაიწყო.
ბერლიში, ჰამბურგში და კიოლნში გამოფენილია, 2 ათასამდე პლაკატი, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენცემის კარებია გამოსახული.
ცენტრი სასარგებლო ინფორმაცისთვის 33 ათასი აშშ დოლარის ფულად ჯილდოს აწესებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში ჰიტლერის 60-მდე მიმდევარი და „თანამბრძოლი" ცხოვრობს.
ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში ან „სიკვდილის ესკადრონებში" მსახურობდა და მასობრივი მკლვლელობებისთვის ეკისრებათ პასუხიმსგებლობა.