„აფხაზეთისთვის თავისი ე.წ. მაგნიტსკის სია მზადდება", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „მოსკოვსკი კომსომოლეცი". სტატიაში საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც აფხაზეთში მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ითხოვენ, რომელსაც ამჟამად აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები ფლობენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „რუსული ბინების" დამტაცებლები შესაძლოა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მალე აღარ შეუშვან.
„აფხაზეთის ხელისუფლებამ როგორც ჩანს, გამოჩხრიკა. მრავალი წლის განმავლობაში მათ თავი ისე ეჭირათ, თითქოს რესპუბლიკის რუსულენოვან მოსახლეობას უძრავი ქონების წართმევის პრობლემა არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც „მოსკოვსკი კომსომოლეცმა" ამ თემაზე პირველად 2010 წელს დაწერა, ვერც ერთმა ადამიანმა, რომლებიც ამ დროს დაწერილ სტატიებში არიან მოხსენებულნი თავისი კანონიერი საცხოვრებლის დაბრუნება ვერ შეძლო. სიტუაცია არც ახალი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მოსვლის პირობებში შეცვლილა, რომელსაც ხმა რესპუბლიკის არააფხაზმა მოსახლეობამ იმ იმედით მისცა, რომ ის პრობლემის გადაჭრას შეძლებდა.", _ ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ აფხაზეთის არააფხაზი მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე წერილს ამზადებს, რომელიც სავარაუდოდ, კრემლის ყურადღების მიღმა ამჟერად უკვე აღარ აღმოჩნდება.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსკოვის მოთბინება იწურება...
„ახლა კი როგორც ჩანს, მოსკოვის მოთბინება იწურება. „მოსკოვსკი კომსომოლეცის" ინფორმირებული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც „საბინაო საკითხებით" არიან გაწამებულნი არაოფიციალურად ურჩიეს, რომ მათ წერილით პრეზიდენტ პუტინისათის მიემართათ, რომელშიც უსაფრთხოების ზომებად შემდეგი რამ იქნება ჩამოყალიბებული:
1. აფხაზეთისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევა განპირობებული იყოს რესპუბლიკის რუსი და რუსულენოვანი მოსახლოებისათვის საკუთრების რეალური დაბრუნებით.
2. აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდდნენ ქონების წართმევაში და ამჟამადაც მიტაცებული აქვთ ქონება აეკრძალოთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა.
ანუ- ეს ეხება მაქინაციური სქემების ყველა მონაწილეს - სახლმმართველობიდან დაწყებული, ამ ბიზნესის მფარველებითა და მაღალჩინოსანი აფხაზი ჩინოვნიკებით დასრულებული, აღარაფერს ვამბობთ უკვე მათზე ვინც უშუალოდ მიიტაცა სხვისი საცხოვრებელი - ისინი შესაძლოა ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავს სიაში მოხვდდნენ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა სერიოზულად დაარტყამს მათ ინტერესებს.
თავად წერილი რა თქმა უნდა დიდი მოვლენა არ არის. ღმერთმა უწყის რამდენი ყოფილა აქამდე მსგავსი წერილები! თუმცა ამჟერად ყველა საფუძველი არსებოვბს იმისა, რომ კრემლში ამ წერილს გაგებით შეხვდებიან.
რაზეა ეს ოპტიმიზმი დამყარებული? იმაზე, რომ დაზარალებულებმა ის დაწერეს არა საკუთარი ინიციატივით არამედ „კომპეტენტური მეგობრების" კარნახით. რომლებმაც სხვათაშორის მათ უკარნახეს კიდევ „სადამსჯელო ზომები".
ცნობილია ასევე ის, რომ რუსულენოვანი მოსახლეობისათვის საცხოვრებლის დაბრუნების პრობლემა ასევე განიხილებოდა რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრაზე. ყველაფერი ეს კი მოწმობს იმას, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მოსკოვში მწიფდება და მათი საბოლოოდ გაფორმებისათვის „ქვემოდან ინიციატივაა" საჭირო", _ ნათქვამია სტატიაში.
ამის შემდეგ სტატიაში მოყვანილია რამდენიმე ისტორია, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ მიითვისეს აფხაზი ეროვნების ადამიანებმა მათი მეზობლების, ნაცნობებისა თუ უცნობების კუთვნილი საცხოვრებელი ფართები.
„ამგვარი ისტორიები ბევრია - თან ერთი მეორეზე უარესი. როგორც ჩანს მიმტაცებლები დარწმუნებულნი არიან თავიანთ დაუსჯელობაში.
რუსეთის ელჩმა აფხაზეთში მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ოთხჯერ მიმართა ამ საკითხზე აფხაზეთის ხელისუფლებას მაგრამ მისი ყველა მიმართვა უპასუხოდ დარჩა.
მიმდინარე წლის 13 ივნისს კი აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ „უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მოქალაქეებს, რომლებმაც აფხაზეთის რესპუბლიკა 1992-1993 წლებში მიმდინარე სამამულო ომის და მას შემდეგ დატოვეს და ის აფხაზეთის მოქალაქეებს გადაეცა დაბრუნებას არ ექვემდებარება". აფხაზეთის სასამართლოებს, კი მიეცათ დადგენილება „შეაჩერონ განცხადებების მიღება და განხილვა იმ მოქალაქეებისგან, რომლებმა აფხაზეთის რესპუბლიკა 1992-1993 წლებში მიმდინარე სამამულო ომის და მას შემდეგ დატოვეს და რომლებიც იმ უძრავ ქონებას ითხოვენ, რომელოიც ადრე მათ ეკუთვნოდა და ამჟამად აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ გადაცემული", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.