კიროვსკის საოლქო სასამართლომ სასაკელის ზომის შეცვლის შესახებ პროკურატურის პროტესტი დააკმაყოფილა და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაუსვლელობის ხელწერილით გამოუშვეს.
„სააპელაციო ინსტანციამ მიიჩნია, რომ ნავალნი და მისი საქმის მეორე ფიგურანტი პეტრე ოფიცეროვი სასჯელის ძალაში შესვლამდე თავისუფლებაზე უნდა იყვნენ", _ იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერისათვის ალექსეი ნავალნისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ გამოიტანა.