კიროვის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის „კიროვლესის" ძარცვაში ბრალდებულად სცნო. ამასთან ერთად ნავალნის ასევე მიესჯა ჯარიმის - ერთი მილიონი რუსული რუბლის გადახდა. მასთან ერთად ასევე გასამართლდა და ოთხი წელი მიესაჯა პეტრე ოფიცეროვი.
განაჩენში ნათქვამია, რომ გაუსვლელობის ხელწერილის ქვეშ მყოფი განსასჯელი სასამარლოს დარბაზშივე უნდა იქნეს დაპატიმრებული.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნავალნის ჩვენებები მისი დაპატიმრების პოლიტიკური მოტივების შესახებ არაფრით დასაბუთებული არ არის.
განაჩენში ასევე ნათქვამია, რომ დამამტუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა საწარმოს ყოფილი დირექტორის ჩვენებებზე და ასებე ნავალნის სატელეფონო საუბრებზე და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე დაყრდნობით.
სასამართლომ „მოსმენის" შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები საჯარო გახადა, თუმცა დაცვის მხარე ამას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ყველაფერი ეს უკანონო გზით იყო მოპოვებული.
განაჩენს საფუძვლად ასევე დაედო ნავალნის საფოსტო მიმოწერის გაშიფვრა.
„ალექსეი ნავალნისა და პეტრე ოფიცეროვის საქმის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნი იყო დანაშაულის ორგანიზატორი და ხელმძღვანელობდა სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაფლანგვას, ოფიცეროვი კი მას ამაში ხელს უწყობდა", _ იუწყება რუსული მედია.
ნავალნის სასამართლოს 100 ზე მეტი რუსული და უცხოური მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.