დღეს, ლიტერატურულ კონკურს "გალას" გამარჯვებულები ფილარმონიაში, საზეიმო ცერემონიალზე გამოვლინდნენ.
ნომინაციაში "სამაგიდო წიგნი" გახდა _ მიგელ დე უნამუნო - ესეები (ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ; "წლის წიგნი" _ როსტომ ჩხეიძე - ,,აგვისტოს შვილები";
"თარგმნილი წიგნი" _ ლუი ფერდინან სელინი - ,,მოგზაურობა ღამის დასალი-ერში" (ფრანგულიდან თარგმნა სიბილა გელაძემ; "საბავშვო წიგნი" _ ზაზა თვარაძე - ,,მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი";
წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი _ ,,ნობელის პრემიის ლაურე-ატები" (პროექტის ხელმძღვა-ნელი კახმეგ კუდავა); "წიგნის მხატვრობა" _ ნატაშა ბაბუნაშვილი - ფრენკ ბაუმის ,,ოზის ჯადოქარი".
ხუთკაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც კრიტიკოსები თამაზ ვასაძე და ივანე ამირხანაშვილი, მთარგმნელი და პუბლიცისტი უჩა შერაზადიშვილი, მხატვარი ბაჩა მალაზონია და მთარგმნელი ნინო ქაჯაია იყვნენ, გამომცემლობების მიერ წარდგენილი 100 წიგნიდან 17 შეარჩიეს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში: სამაგიდო წიგნი; წლის წიგნი; თარგმნილი წიგნი; საბავშვო წიგნი; წიგნის მხატვრობა და წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.
ჟიურის წევრთა განცხადებით, კონკურსზე წინა წლებთან შედარებით მეტი და საინტერესო წიგნი იყო წარმოდგენილი.
"გალას" ჟიურის შეფასების კრიტერიუმები ყოველ წელს ერთნაირია - მაღალი ხარისხის ლიტერატურა. ჩვენთან გამომცემლობებიდან უკვე შერჩეული წიგნები შემოდის და ამიტომ ყოველთვის გვიჭირს არჩევნის გაკეთება. წელს კონკურსში სიახლეა. სამაგიდო წიგნის ნომინაციაში, პირველად შევიტანეთ თარგმნილი წიგნი", _ განაცხადა ქაჯაიამ.
ლიტერატურული კონკურსი "გალა" საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინციატივით და თბილისის საკრებულოს ეგიდით წელს უკვე მესამედ იმართება. გამარჯვებულები "გალას" სიმბოლოს კოლხური ცულის ასლთან ერთად, უკვე გაზრდილ პრემიას, 4-4 ათას ლარს მიიღებენ.
"ყველა კონკურსის მიზანია, წიგნის პოპულარიზაცია და მწერლის სტიმული. "გალაც" ამ მიზანს ემსახურება, თუმცა მთავარია, ჩვენი კონკურსის შედეგები იყოს სასარგებლო მკითხველისთვის. ჩვენი ჟიურის ამოცანაა, დააჯილდოოს ისეთი წიგნები, რომლებიც ამას იმსახურებენ", _ განაცხადა სამადაშვილმა.