ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე გეი-აღლუმზე დაპატიჟეს, რომელიც უახლოეს მომავალში ვილნიუსში გაიმართება. მიპატიჟება ლიტვის პრეზიდენტს ევროპარლამენტის დეპუტატმა ჰოლანდიიდან სოფი ველდმა გაუგზავნა.
ევროპარლამენტის დეპუტატი პრეზიდენტს აუწყებს, რომ თავად აპირებს ვილნიუსში ჩასვლას ამ ზეიმთან დაკავშირებით და იქ „ევროპის მრავალფეროვნების დღესასწაულის აღნიშვნას". სოფი ველდი არ მალავს, რომ ის ლესბოსელია. ადრე მას ასევე მიუღია მონაწილეობა ევროპის სხვა და სხვა ქალაქებში გამართულ ამგვარ აღლუმებში.
ლიტვის პრეზიდენტის რეაქცია ამ მიპატიჟებაზე ჯერ ჯერობით უცნობია.
თუმცა ევროდეპუტატის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი როლანდ პაქსასი და გააცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა „არავითარ შემთხვევაში" არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.
აღსანიშნავია, რომ ადრე ევროპარლამენტში ლიტვას „სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო" აკრიტიკებდდნენ. ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზუ აცხადებდა, რომ ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალს წევრ-სახელმწიფოებს სადაც გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების დისკრიმინაცია შეინიშნება და უსწრაფესი რეაგირება იქნება თუკი კითხვები გაჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები