აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა.
მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.
„ახლახან დავასრულე უაღრესად წარმატებული საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. შევთანხმდით, რომ რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზარს დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბერში - დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ დაუყოვნებლივ - კიდევ 1 000 000 ტონას.
გარდა ამისა, რუსეთი, თავისი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის. ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და ძალიან სწრაფად დაიწევს! ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - წერს დონალდ ტრამპი.