,,ჩვენი ოპონენტების მთავარი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა დავით წერეთლის გადაწყვეტილების შეფასებისას.
,,ჩვენი ოპონენტები ჩვენდა, სამწუხაროდ, ყველანაირი ფორმით, ყველანაირი მეთოდით ცდილობენ, "ნაციონალური მოძრაობა" გაანადგურონ მთავრობის, ძალოვანი უწყებების, პოლიცია, მილიცია, პროკურატურა, მოკურატურის დახმარებით. ყველა ამ ერთ საქმეშია ჩართული. მიზანი ერთია დიადი ნათელი ის, რომ როგორმე განადგურდეს ,,ნაციონალური მოძრაობა", როგორმე განადგურდეს ის პარტიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს", _განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალები" კიდევ ერთმა დეპუტატმა დავით წერეთელმა დატოვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წერეთელმა განმარტა ის, ჯერჯერობით, დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება და კოლეგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ.