პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სესიაშვილი ასეთ შეფასებას კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით აკეთებს.
"ხელისუფლება თამაშობს თამაშს, სადაც მას ყოველთვის ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი. თუ ვერ გაიტანს, ჩაითვლის", - მიაჩნია სესიაშვილს.
რაც შეეხება უშუალოდ გამსახურდიას გადაწყვეტილებას, პოლიტოლოგის აზრით, გამსახურდია იმ ბეგ-რაუნდის ნაწილი ხდება, რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს.
"არ მინდა ვინმეს მიმართ კრიტიკული ვიყო, მაგრამ თუ კონსტანტინე გამსახურდიას სურს, რომ გახდეს იმ პოლიტიკის გამტარებელი და იმ ბექ-რაუნის ნაწილი, რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს - ვგულისხმობ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ პარლამენტში ოპოზიცია არსებობს, ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხალხი არჩევნების დროს შეაფასებს", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.