თბილისის მერი, გიგი უგულვა აცხადებს, რომ პრემიერის „ძილისპირულის" წინა გაცემული ბრძანებები მანამ უნდა დასრულდეს ვიდრე, „ივნიშვილი მამალთან ერთად გაიღვიძებს"
დაჭერები გაგრძელდება დილის ექვს საათამდე სანამ ბატონი ივანიშვილი მამალთან ერთად გაიღვიძებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიუგი უგულავამ მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავებების კომენტირებისას კურიერის სპეცგამოშვებაში განაცხადა.
მისი თქმით, დილით დაკავებულთა კვლავ დაკავების გადაწტვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ძილისპირულის" წინ მიიღო, რათა საკუთარი სიძლიერე დაემტკიცებინათ.
უგულავამ განაცხადა, რომ მერიისა და საკრებულოს არც ერთი თანამშრომელი მიმალვას არ აპირებს და მან მოუწოდა შესაბამის სამსახურებს რომ „შეტყვიტონ ოჯახების დაწიოკება".