ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. კიდევ 55 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიჰივის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩერნიჰივის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს რუსეთის ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
პოლიციის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
აღნიშნულია, რომ დაზიანებულია 15 მრავალბინიანი და 16 კერძო საცხოვრებელი სახლი. დაზიანებული შენობების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.