რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად შეშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, დააკავოს ჟურნალისტები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტები გამოიყენოს? - მის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს, ქვეყანა საბჭოთა წარსულში დააბრუნოს.
ტობიას კრემერმა მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს, დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გათავისუფლდნენ ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი.
„რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად შეშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, დააკავოს ჟურნალისტები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტები გამოიყენოს? სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა აღორძინების უცნაურ რეჟიმში შევიდა, საქართველოს აშორებს თავის ევროპულ მომავალს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ხოლო შინ ცდილობს, ააშენოს საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფო. „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს – თავად ქართველებს არ სურთ კიდევ ერთხელ გახდნენ „ჰომო სოვეტიკუსები“. არ სურთ თავის დახრა და გაჩუმება. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. იგემეს ევროპა და არცერთზე არ ჩაიქნევენ ხელს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი საქართველოზე, სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს, სწორედ ამიტომ უნდა გავაგზავნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია – ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ გვერდებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.