ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სენეგალში ჩავიდა და თავისი ერთკვირიანი აფრიკული ტურნე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ობამა, ასევე, გეგმავს ტანზანიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მონახულებას. ესაა რიგით მეორე ვიზიტი აფრიკის კონტინენტზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის სამზადისი, ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას ავადმყოფობის ფონზე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოინახულებს თუ არა მანდელას ბარაკ ობამა. თეთრი სახლის ინფორმაციით. შეხვედრა შედგება თუ თავად ექს-პრეზიდენტი გამოთქვამს ასეთ სურვილს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ისტორიული ფიგურა ნელსონ მანდელა გაჯნმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უკვე რამდენიმე კვირაა საავადმყოფოში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები