საქართველოს პრეზიდენტი სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოებისა და „ჯიჰადის" ვიდეოს წარმომავლობის დადგენას საერთაშორისო ექსპერტების დონეზე ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში განაცხადა და აღნიშნა, რომ სიტუაცია ორაზროვანია.
„ყველა სამართლებრივი პროცესი უნდა წავიდეს სამართლებრივ ჩაროებში. მათი წარმოშობა, რა თქმა უნდა, დასადგენია. სიტუაცია არის ძალიან ორაზროვანი. ის, რომ იარაღის სამალავებში, ყოველ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ სამალავებზეა საუბარი, რომელიც ჩემი ძალებით გაკეთდა, იქ რომ კადრებს არავინ ტვირთავდა, მე მგონი, ორი წლის ბავშვისთვისაც გასაგებია. დანარჩენი, არის ძალიან კარგი წინადადება, საპარლამენტო კომისიის შექმნა მათ შორის და არა მხოლოდ პოლიციის მიერ გამოიძება. მოვიწვიოთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც ამის სპეციალისტია. გამოიძონ ამ კადრების წარმომავლობაც, ჯიჰადის ვიდეოებიც, სადაც ხალხს ემუქრებიან აფეთქებით და ძალიან საშიშია, რატომღაც ყველამ დაივიწყა ეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.