ჩინეთში, სინცზიანის პროვინციაში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებებისას 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგრესიულად განწყობილი ხალხის ჯგუფი თავს ესხმოდა სახელმწიფო შენობებს, პოლიციის განყოფილებებს და ცეცხლს უკიდებდა მანქანებს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა შორის 17 პოლიციელი და სამოქალაქო პირია, ხოლო 10 თავად თავდამხსმელი.
პროვინცია სინცზიან-უიგური აქამდეც არა ერთხელ გამხდარა ეთნიკურ ნიადაგზე გაღვივებული კონფლიქტებისა და ძალადობის ადგილი. დაპირისპირება ძირითადად ისლამის მქადაგებელ იუგურებსა და ეთნიკურ ჩინელებს შორის ხდება. 2009 წელს რეგიონში არეულობების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები