მსოფლიოს უდიდესმა სასტუმროთა დაჯავშნის საიტმა - booking.com-მა აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა და საძიებო სიტემაში სეპარატისტული აფხაზეთის დროშა განათავსა.
საძიებო სისტემაში საქართველო ცალკე გრაფაშია, აფხაზეთი - ცალკე. აფხაზეთს სისტემაში 12 სასტუმრო აქვს დარეგისტრირებული .
აღსანიშნავია, რომ ვებპორტალი რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და მთავარი ოფისიც იქ არის განთავსებული.