საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა მან დიპლომატებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნო.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე საქართველო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელოდება, ამიტომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს ელჩებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია.
"ზოგადად შევეხეთ ყველა თემას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის აქტუალური", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.