აშშ-მა დაადასტურა თავის განზრახვა ავღანეთის ხელისუფლებასთან ერთად დაიწყოს მოლაპარაკებები მოძრაობა თალიბანთან, პრეზიდენტის სასახლეზე და ქაბულში ცენტრალური სადაზვევრო სამსახურის ქაბულის ბიუროზე განხორციილებული თავდასხმების მიუხედავად.
თეთრი სახლის ინფორმაცით, ბარაკ ობამამ და ჰამიდ ყარზაიმ გამართეს ვიდეოკონფერენცია და შეთახმდნენ, რომ ავღანეთის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
სამშაბათს თალიბანის ბოევიკები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, თავდაცვის სამინისტროს და სასტუმრო „არიანას, სადაც განთავსებულია ცენტრალური სადაზვევრო სამსახურის ქაბულის ბიურო.
თალიბანმა მომხდარზე პასუხიმგებლობა აიღო. თავდასხმების სერია განხორციელდა იმის მიუხედვად, რომ თალიბანი დათანხმა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვისთვის დოჰაში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას.
ავღანეთის პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა დოჰაში თალიბანის ბიუროს გახსნას, რადგან მიჩნევს, რომ ამ ფორმით ბოევიკებს სურთ თავი წარმოაჩინონ, როგორც დევნილმა ხელისუფლებამ.
მასალის გამოყენების პირობები