ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს წინადადება, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ვადის ოთხი თვით გადაწევის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
მოლაპარაკებები დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა გერმანიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მკაცრად გააკრიტიკეს თურქეთის ხელისუფლება საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის გამო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა, არ გამოეხატა ურთიერთობის დაძაბვის მომენტი თურქეთთან ურთიერთობებში. თავის მხრივ, ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთის მზადაა, ნებისმიერ დროს განაახლოს მოლაპარაკებები და ამ პროცესის ჩაშლის წინა პირობას ვერ ხედავს.
ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს ხორვატიასთან ერთად დაიწყო. ხორვატია ევროკავშირის წევრი მომავალ კვირას გახდება, ხოლო თურქეთის შემთხვევაში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მდგომარეობა ჩიხშია შესული. ევროკავშირის ექსპერტების ანგარიშების მიხედვით, ანკარა ვერ ასრულებს რიგ მოთხოვნებს, მათ შორის ხაზგასმულია პრობლემები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები