საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მოითხოვს პარლამენტში შეიქმნას სპეციალური დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს იმ ადამიანების ბრალეულობას, ვისაც ბრალი მიუძღვის ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვიდეო მასალებზე, სადაც ადამიანების წამება-არაადამინური მოპყრობაა ასახული.
„ჩემთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის წარმომადგენლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ბრალეულობა იკვეთება ამ ფაქტთან დაკავშირებით. აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ბრალი მიუძღვის ამ ადამაინების წამებასა და არაადამინურ მოპყრობაში, სწორედ ამიტომ სურს ჩვენს ფრაქციას შეიქმნას საგამოძიებო კომისია,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები