ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში რამდენიმე მიზანზე საჰაერო შეტევა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის არმიის პრეს-სამსახურის განცხადებით, აღნიშნული იერიში არის პალესტინელების სარაკეტო შეტევის საპასუხო ქმედება.
„ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მრავალრიცხოვანი სარაკეტო შეტევის საპასუხოდ, სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის იარაღის ორ საწყობსა და რაკეტების გასაშვებ მოედანზე", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის არმიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედროების ინფორმაციით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებმა გზა გადაუჭრეს ორ სარაკეტო არსენალს, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს უმიზნებდნენ. ასევე, რამდენიმე სარაკეტო დანადგარი უდაბნოს ტერიტორიაზე აფეთქდა. აპრილის შემდეგ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.