დღეს, 24 ივნისს, სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და თრიალეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. აგრეთვე 11 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: ლილოს დასახლების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ბაქოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ფშავის, გედევანიშვილის და კვალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ღრმაღელის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის და ცისარტყელას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.