ფოთში დამხრჩვალი 15 წლის მოზარდი ზღვამ გამორიყა. ცხედარი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამთენიისას ფოთის სანაპიროსთან შენიშნეს.
შეგახსენებთ, რომ ზღვაში 15 წლის ბავშვი 20 ივნისს დაიხრჩო. შემთხვევა ფოთის სანაპიროზე მოხდა. მოზარდი ზღვაზე თავის ბიძაშვილთან ერთად იყო წასული. იგი დიდმა ტალღამ ჩაითრია და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.