ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ჯანდაცვის მინისტრებმა, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს შეთანხმებას თამბაქოს რეალიზაციისა და ასევე სიგარეტის ყუთების გაფორმების ახლებურ მიდგომებთან დაკავშირებით,
ევროგაერთიანების ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 3 წლის განმავლობაში ევროკავშირში აიკრძალება არომატიზირებული და მენტოლიანი სიგარეტის გაყიდვა.
იმავდროულად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ე.წ. სუსტი თამბაქოს მოხმარება არ აიკრძალოს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის სიგარეტის მოხმარება გაცილებით მეტ თამბაქო დამოკიდებულებას იწვევს.
ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები ასევე იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სიგარეტის ყუთზე მინიშნება იმისა, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია 65 %-ს დაიკავებს და ორივე მხარეს განთავსდება.
ახალ ნორმებს ძალაში შესასვლელას ევროპარლამენტის ნებართვა და დამტკიცება ჭირდება.