ძველი თბილისის გამგებელმა ნიკა მელიამ და მისმა ადვოკატმა რესტორან "ლა-ტრუფეს" ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის, ბექა მაზიაშვილის ნარკოლოგიური შემოწმების ტესტი მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. დოკუმენტი შს სამინსტროს შესაბამისი უწყებისმიერ არის გაცემული.
დოკუმენტის მიხედვით, მაზიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელია და ის დაკევებული იყო დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისთვის. მელიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განაცხადებთ, მაზიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული და მას მელიას წინააღმდეგ იყენებენ.
მისივე მტკიცებითთ, ბექა მაზიაშვილი ჩვენებას აძლევს ნიკა მელიას წინააღმდეგ და აცხადებს, რომ გამგებელი მას ხელით შეეხო.
"პროკურატურას ბექა მაზიაშვილი სჭირდება ნიკა მელიას წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ არ დააპატიმრეს. ეს არის შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეშია მოთავსებული და ადასტურებს ამ ადამიანების წარსულს, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, თუ ვისთან გვაქვს საქმე და ვინ ებრძვის ნიკა მელიას," - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ „პირველი რადიოს პრესკლუბში.
შეგახსენებთ, 11 მაისს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.