მოსკოვში ოპოზიციის აქციის ჩატარება იგეგმება. სამართალდამცავების ინფორმაციით, აქცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა იქ უკვე შეკრებილია დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანი. აქციის ორგანიზატორები აცხადებდდნენ, რომ აქციაზე დაახლოებით 30 ათას ადამიანს ელიან.
ამასთან ერთად, აქციის დაწყებამდე, რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ცხრა მონაწილე უკვე დააკავა. ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის ილია იაშინის ინფორმაციით, ძირითადად "მემარცხენე ფრონტის" აქტივისტები არიან დაკავებულნი.
მასალის გამოყენების პირობები