მთავრობამ გარკვევით უნდა ახსნას სხვადასხვა საინვესტიციო ფონდების როლი და გააუმჯობესოს მათი მმართველობა, აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სსფ-მ საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოაქვეყნა.
„მისია მიესალმება სუვერენულ ფონდის (ამჟამინდელი საპარტნიორო ფონდის მემკვიდრე) მმართველობის და ღიაობის წარმატებულად განხორციელებულ გაუმჯობესებას და მხარს უჭერს შემდგომ ნაბიჯებს ფონდის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ასეთი გაუმჯობესება სუვერენულ ფონდს უფრო ფასეულ საინვესტიციო
პარტნიორად აქცევს.
ახალი საინვესტიციო ფონდების (სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, კერძო საინვესტიციო ფონდი) მიზნები და მმართველობის სტრუქტურა და მათ მიერ რეალურად მოზიდული დაფინანსების მოცულობა რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს განცხადებული. განზრახვა უდაოდ კარგია, თუმცა ამ ფონდების პოტენციური ზომამ, გაურკვევლობამ მათ საქმიანობის არეალთან დაკავშირებით და შესაძლო პრეფერენციული მიდგომამ შეიძლება სხვა ინვესტორებს ფულის დაბანდება გადააფიქრებინოს. ფონდები არ უნდა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტის არანაირ ალბათობას. დაბოლოს, საქართველოში კერძო ინვესტიციების სიმცირის მიზეზების დიაგნოსტირება ახალ ფონდებს უფრო ეფექტურს გახდის ან გამოავლენს ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა ინვესტიციების სტიმულირებისთვის. ინკლუზიური ზრდის სტიმულირება"- ნათქვამია სსფ-ს განცხადებაში.