მთავრობამ უნდა გააძლიეროს კომუნიკაცია საკუთარი პოლიტიკის შესახებ, აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სსფ-მ საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოაქვეყნა.
„მთავრობის რეფორმის საერთო მხარდაჭერის ფონზეც კი, დაუხვეწავმა და
დეტალებს მოკლებულმა განცხადებებმა გაურკვევლობები განაპირობა: შრომის კოდექსის შემთხვევაში - ძირითად დაინტერესებულ წრეებთან რთულმა და დროში გაწელილმა კონსულტაციებმა პოლიტიკის სიცხადე ვერ უზრუნველყო. აუცილებელია დეტალების შეჯერება პოლიტიკის მიზნის, განხორციელების და ვადების შესახებ სანამ ახალი გადაწყვეტილება გამოცხადდება, რათა ეკონომიკის მოთამაშეები ამ პოლიტიკის მიმართ რწმენით გაიმსჭვალონ"- ნათქვამია სსფ-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები