ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას დროებით საგამოძიებო კომიისიის შექმნაზე, საპარლამენტო უმრვალესობის ერთ-ერთი წევრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, ნაჩქარევია ნაციონალური მოძრაობის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი. დეპუტატებმა უნდა ადროონ შესაბამის სამინისტროებს აღნიშნული ვიდეო კადრების შესწავლა.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესი აღნიშნულთან დაკავშირებით დიდია და ასევე როგორ უმრავლესობასა და უმცირესობას გვსურს გავიგოთ, თუ რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირის სურვილი იყო აღნიშნული კადრების გავრცელება, ვფიქრობ, რომ ეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაადრევია. ვაცადოთ მუშაობა სპეციალურ სამინისტროებს და ისინი დროულად მოგვაწვდიან ჩვენთვის სასურველ და მისაღებ პასუხებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.