ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებიან შს მინისტრი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.
,,ამ ხნის განმავლობაში უშიშროების საბჭო არ იკრიბებოდა. არც ერთ ჟურნალისტს აზრადაც არ მოგვსვლიათ ამაზე ხმა ამოღეთ. ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი და ისინი ვალდებული არიან, შეასრულონ მოვალეობა, რაც მათ აკისრიათ და ამის შემდეგ შეკრება დაიწყეს. აქედან იწყება ყველაფერი და არ უეცრად, რომ უშიშროების საბჭო იკრიბება და დაესწრება თუ არა პრემიერი და რა ხდება საერთოდ", -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მან უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგს გადახედა და ამ ეტაპზე საჭიროებას ვერ ხედავს, რომ სხდომას დაესწროს.
,,მიდის ღარიბაშვილი, მიდის ალასანია, მიდის ფანჯიკიძე და ფანჯიკიძეს აქვს ყველაზე მეტი ინტერესი და შეკითხვები რამეთუ გაურკვეველია რატომ არ თანამშრომლობს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რატომ უშლის ხელს ამდენი ხანი ელჩების დანიშვნის პროცესს', -განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 18:00 საათზე გიმართება.