ქუთაისში პარლამენტის ნულოვან სართულზე ჩამონგრეული ჭერის გამო დეპუტატები მათ კაბინეტებში შესვლას ვერ ახერხებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით მისი საკუთარ კაბინეტში შესვლა საფრთხეა, რადგან მან არ იცის, როდის ჩამოიშლება მთლიანად ჭერი.
„არაფერი ვიცოდი, როცა ჩემს სართულზე შემოვედი სადაც ჩემი კაბინეტია, დავინახე რომ ჭერი აღარ იყო. ფაქტიურად სამშენებლო კომპანიაში მეგონა თავი. ამ შენობაში გაჩერება არ შეიძლება, ხან განათება ვარდება ხან ჭერი ჩამოდის. ჩემს თანაშემწეს ვთხოვე სასწრაფოდ რამდენიმე ჩაფხუტი მიშოვოს, რომ ჩავხუტით ვიჯდე საკუთარ კაბინეტში", - განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, მსგავსი წყლის გაჟონვა პარლამენტში რამდენიმე თვის წინ მოხდა, მაშინ ბიუროს ოთახში წყალი ჩამოვიდა რის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა და კაბინეტში არსებული აპარატურა.