სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ აპელოში 15 წლის მოზარდი საკუთარი მშობლების თვალწინ მკრეხელობისთვის მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „სირიის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" ავრცელებს.
ბრიტანეთში ბაზირებული ორგანიზაციის განცხადებით, მოჰამედ კატაა ამბოხებულებმა მას შემდეგ შეიპყრეს, რაც თითქოს მოზარდმა საუბრისას თქვა: „თავად წინასწარმეტყველი მუჰამედიც რომ ჩამოვიდეს ციდან, მორწმუნე მაინც არ გავხდები". ამბოხებულებმა მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღით სახისა და კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
მსოფლიოში ისლამიზმის ზრდის ტენდენციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გაამახვილა ყურადღება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპასა და აზიაში ანტიისლამისტური განწყობის ზრდის მაღალ ტემპებს რელიგიური თავისებურებების შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშშიც გამოეხმაურა.
ანგარიშში განსაკუთრებით საგანგაშოდ მიჩნეულია სიტუაცია ჩინეთში, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბირმაში. ანგარიში ავტორები, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ანტისემიტისტური განწყობის ზრდაზე ეგვიპტეში, ირანსა და ვენესუელაში.