ერაყში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ათობით მძიმედ დაშავდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
პირველი აფეთქება ქალაქ ბაკუბას სამომხმარებლო ბაზარში მოხდა, რასაც მოჰყვა მეორე ტერორისტული აქტი ბაღდადის გარეუბანში - თევზის ბაზრობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მესამე აფეთქება ქალაქ ტუზ-ჰურმატუში მოხდა. მოგვიანებით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს ქალაქ მოსულის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.
ჯერ-ჯერობით არცერთ ისლამისტურ დაჯგუფებას მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.