ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილს საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში ადანაშაულებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის კოკა ყანდიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
,,დღეს დილიდან გავრცელდა ვერსიები იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი შეიძლება იყოს კავშირში ვიდეოკლიპის გავრცელებასთან, თუ ატვირთვასთან. Mმე ნამდვილად არ ვაპირებდი ყვითელი პრესის მიერ გავრცელებულ ვერსიებზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ დღის მეორე ნახევარში კოკა ყანდიაშვილმა საკუთარ ,,ფეისბუკის" გვერდზე გაავრცელა თავისი კომენტარი, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ ამას შეიძლება ოფიციალური პასუხი გაეცეს", -განაცხადა ბარნოვმა, რომელმაც ჟურნალისტებს კოკა ყანდიაშვილის ისტორია გააცნო.
ბარნოვის განცხადებით, ყანდიაშვილიEშევარდნაძის დროინდელი კადრია, რომელიც ივანიშვილმა მთავარ პიარად აირჩია.
,,დღეს ის არის ოფიციალური პირი, კოალიციის, მთავრობის მთავარი პიარ-დივიზორი და ოფიციალურად მისი თანამდებობა არის მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. Pპირველ რიგში მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ არ დაკითხულა, არავინ დაბარებულა დაკითხვაზე. შესაბამისად როცა ასეთი განცხადებები ვრცელდება და ამას ოფიციალური პირები იმეორებენ, თან ის პირები, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან მთავრობის ურთიერთობაზე საზოგადოებასთან, პირი რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია პრემიერთან და სწორედ ის არის პასუხისმგებელი იმაზე რა მესიჯებს აწვდის საზოგადოებას მთავრობა და პირადად პრემიერი და როდესაც ეს პირი, მაშინ როდესაც არანაირო ოფიციალური ოფიციალური ქმედება არ განხორციელებულა და ის აკეთებს ასეთ განცხადებას, ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა ის, რომ ეს არის სწორედ ის რასაც პრემიერს უყვარს ხშირად გამეორება საზოგადოების სიცრუეში ცხოვრება და დღეს ამას ოფიციალური პირები აკეთებენ", _განაცხადა ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ კოკა ყანდიაშვილი ,,ფესბუკის" გვერდზე განცხადებას აცრცელებს, სადაც ნათვამია, რომ: ,,სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელი, გიორგი არველაძის გუნდიდან (როგორც ინტერნეტ სააგენტოები და გაზეთი "ვერსია" იუწყება) - იკვეთება ამ "ვიდეო-საძაგლობის" შემქმნელად და გამავრცელებლად. იმედია, გამოძიება - რომელსაც აწარმოებს შსს - დროულად დაადგენს როგორც შემსრულებლების ისე დამკვეთების ვინაობას.
პ.ს. დარჩიაშვილის და სხვა ნაც. აქტივისტების ბოდვაზე კი, - პასუხი უბრალოდ უხერხულია", -წერს ყანდიაშვილი.