დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ თალიბების" სახელით გავრცელებული ვიდეო კოკა ყანდიაშვილის დამზადებულია. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განმარტა პრეზიდენტი და მისი გუნდი ყველაზე მეტად ,,ქართულ ოცნებას" სძულს და ამ გუნდში მსგავი ვიდეომასალის დამზადება ყველაზე მეტად ხელეწიფება მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის კოკა ყანდიაშვილს.
,,ვის ხელეწიფება ასეთი კლიპების დამზადება, ვინ არის ჩართული პიარ-ტექნოლოგიებში ჯერ შევარდნაძისა და შემდეგ ივანიშვილის კარზე, ეს საკმაოდ შეზღუდული წრეა და ერთ-ერთ წამყვან ადგილს იქ კოკა ყანდიაშვილი ასრულებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ youtube-ze თალიბების სახელით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და ეს ბედი ელით ქართველ სამხედროებსაც. მუქარის ობიექტი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა.