"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ ქართული ღვინის რუსეთს ბაზარზე დასაბრუნებლად ბარიერები არ არსებობს. ეს განცხადება მან რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ყველაფერი რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული ჩვენ გავაკეთეთ. იმ მეწარმეებისათვის, რომლებსაც ჩვენ ნებართვა მივეცით, ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ რუსულ ბაზარზე გამოსვლასთან დაკავშირებით", _ განაცხადა ონიშჩენკომ და აღნიშნა, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნება ალბათ ბაზრის შესაბამის სეგმენტში ცვლილებებს ალბათ არ გამოიწვევს.
"ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს. ეს მოვლენა ალბათ უფრო ესთეტიკურ, ესთეტო-ნოსტალგიურ სიბრტყეში უნდა განვიხილოთ გარკვეული ასაკის ჩვენი მოქალაქეების კოჰორტისათვის",_ განაცხადა ონიშჩენკომ თუმცა აღნიშნა, რომ მოწოდებების განახლება ქართული ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ფატქორი იქნება.
ონიშენკომ ასევე განაცხადა, რომ მას "ბორჯომი" ჯერ არ გაუსინჯავს, რომლის მიწოდება რუსული ბაზრისათვის უკვე დაიწყო.
"ეს ამოცანა არც დამისახავს ვიზნად. მე სავსებით მაკმაყოფილებს ყველა სახეობის რუსეთის მინერალური წყლები. მათი საკმარისად დიდი ასორტიმენტია, არანაკლები და შესაძლოა უკეთესი ხარისხითაც.
მაგრამ თუ ჩემი ცხოვრების გზაზე მე "ბორჯომი" შემთხვდება მე მას დავლევ ჩემი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლისათვის", _ განაცხადა ონიშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები