სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და ენერგეტიკული სასმელის „ეფექტის" რეალიზაციას იწყებს. „ეფექტი" შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ტაურინი, კოფეინი, B2 და B5 ვიტამინები, ინოზიტოლი და გლუკურონი, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ენერგიის მოზღვავებას, ამაღლებენ განწყობას და შემოქმედებით უნარს.
„მოხარული ვართ, რომ „სმარტის" მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. ენერგეტიკული სასმელი „ეფექტი" დამზადებულია გერმანიაში და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. მასტიმულირებელი ინგრედიენტებით სავსე „ეფექტი" მომხმარებელს დაეხმარება ყველა სიტუაციაში იყოს კონცენტრირებული, მოტივირებული და შემოქმედებითი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ „ეფექტი" სახელწოდებას გაამართლებს და ძალიან პოპულარული, ყველასათვის საყვარელი და ეფექტური ენერგეტიკული სასმელი გახდება", - აცხადებენ „სმარტში".
„სმარტში" „ეფექტი" 250 და 330 მილილიტრიან ქილებში 2.50 და 2.95 ლარად იყიდება.
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. უახლოეს მომავალში, „სმარტი" ორ ახალ სუპერმარკეტს გახსნის აჭარაში.
მასალის გამოყენების პირობები