,,მოსამართლეებმა მართალია, უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს", -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კომენტირებისას.
,,მოსამართლეებმა მართალია, უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ მიიღეს ის, რაც ჩათვალეს, რომ კარგია. ახლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროებს შემოწმდეს პრაქტიკაში, რათა დავინახოთ, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც აირჩიეს. რა თქმა უნდა, გასაოცარია, რომ ყველაზე ოდიოზური ფიგურა, რომელიც ასეთად მოიაზრება საზოგადოებაში, პირველივე ტურში - უპრობლემოდ იქნა არჩეული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი მოსამართლე აირჩია.