საქართველოში ჩამოსული ადამიანის უფლებების დამცველი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია აცხადებს, რომ იგი გმობს კრემლის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას და ასევე აცხადებს იმას, რომ კრემლი საქართველოს წინააღმდეგ ახალ პროვოკაციებს ამზადებს.
ნოვოდვორსკაია ასევე აცხადებს, რომ იგი იწყებს ბრძოლას იმისათვის, რომ რუსმა სამხედროებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და ამისათვის იგი მზადაა ნებისმიერ საშუალებას მიმართოს. ამ საშუალებათა შორის იგი აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვში აქციების ჩატარებას ასახელებს.
ვალერია ნოვოდვორსკაია ასევე აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის აგრესიული ნაწილის სახით არსებული რუსეთი ახალი პროვოკაციებისათვის ემზადება.
ვალერია ნოვოდვორსკაია ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი _ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტია და სწორედ ეს არ აწყობს რუსეთს, რომელიც ცდილობს საქართველოში ახალი დასაყრდენი მოძებნოს იმისათვის რათა შუღლი ჩამოგდოს და ახალი სამოქალაქო ომისათვის საფუძველი მოამზადოს და თავისი გეგმები განახორციელოს.
ცნობილი ჟურნალისტი ასვეე აცხადებს, რომ თავისი გეგმების განსახორციელებლად კრემლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს იყენებს.