მერაბიშვილის დაპატიმრება აბსოლუტურად სამართლიანი იყო, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშილმა გაზეთ „ასავალ-დასავლითვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, მერაბიშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, მაგრამ მის მიმართ კიდევ უფრო მძიმე ბრალდებებია გამოკვეთილი.
„მერაბიშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, მაგრამ მის მიმართ კიდევ უფრო მძიმე ბრალდებებია გამოკვეთილი, რაზეც ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, მერაბიშვილი გამოაცხადონ მსხვერპლად და პოლიტპატიმრად, აბსოლუტურად უსუსურია, რადგან საზოგადოება კიდევ დამატებით გაიგებს, რა მძიმე დანაშაულები აქვს მერაბიშვილს ჩადენილი. მისი დაპატიმრება აბსოლუტურად სამართლიანი იყო. ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს საერთაშორისო თანამეგობრების წარმომადგენლებს ჩემთან, მერაბიშვილის დაპატიმრებასთნ დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ, მაგრამ მე მათ დეტალურად განვუმარტე, რის გამო იქნა მერაბიშვილი დაპატიმრებული. ევროპელები პრაქტიკულად დარწმუნებულნი არიან, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით არ არის განპირობებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.