,,დღეს მოსამართლებს აქვთ უნიკალური შანსი, რომ ფარული კენჭისყრის პირობებში შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატი", -განაცხადა ჟურნალისტებთან საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ, რომელიც ,,რადისონში" მიმდინარე მოსამართლეთა კონფერენციას ესწრება.
,,თუ ვერ მოხერხდა, რომ ფარული კენჭისყრის პირობებში შემოიხაზოს ის ვინც მათ სწორ და ღირსეულ კანდიდატად მიაჩნიათ, მაშინ ეს ხაზგასმა იქნება, რომ სასამართლო სისტემაში დიდი პრობლემები არსებობს და კვლავ გრძელდება პრობლემების არსებობა. მე ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოდება და სასამართლო კორპუსი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს", _განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიმდინარეობს აკვირდება 31 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლბი.